суббота, 21 ноября 2009 г.

"თეატრი,თოჯინები და ბავშვები

პროექტის სახელი: "თეატრი,თოჯინები და ბავშვები"

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია ცოდნის შეძენა თეატრალური ხელოვნების
სპეციფიკასა და საქმიანობასთან დაკავშირებით.
თოჯინების გაკეთება,დეკორაციების შექმნა,მინი სპექტაკლის
დადგმა,გამოფენა–პრეზენტაციის მოწყობა.
პროექტის ვრცელი აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა შემოქმედებითობის,
წარმოსახვის,პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებას.
–მოსწავლეები ეცნობიან თოჯინების თეატრის წარმოშობის
ისტორიას.
პროექტი ითვალისწინებს მრავალმხრივ აქტივობებს:
–კითხულობენ მათთვის ნაცნობ და საყვარელ ზღაპარს "წითელქ
უდას".
–სწავლობენ და აანალიზებენ ტექსტს.
–მუშაობენ სცენარის შექმნაზე.
–თვითონ ამზადებენ თოჯინებს.
–ქმნიან დეკორაციას.
–ხატავენ აფიშას.
–მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მუშაობენ სპექტაკლის
მუსიკალურ გაფორმებაზე.
–აწყობენ ექსკურსიას თოჯინების თეატრში,ნახულობენ სპექტაკ–
ლს,ხვდებიან მსახიობებს და მათგან ღებულობენ ინფორმაციებს
რჩევა–დარიგებებს.აღნიშნულის გათვალისწინებით გადანა–
წილდება დავალებებიც.
–იდგმება მინისპექტაკლი "წითელქუდა".
–ნამუშევრების/ნახატები,თოჯინები/გამოფენა–პრეზენტაცია.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:10–11წ. მე–4 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის ნოემბრიდან 3/4 თვის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხულობენ ზღაპარს,იწერება მოკლე სცენარი,ხა–
ტავენ პერსონაჟებს,ამზადებენ ზღაპრის გმირების თოჯი–
ნებს,ამზადებენ დეკორაციას,ხატავენ აფიშას,მუშაობენ
მუსიკალურ გაფორმებაზე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:გამოფენები ნახატების,თო–
ჯინების.პრეზენტაციები,ბლოგი.
სარგებელი სხვებისათვის:პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები უფრო კარგად
ჩაწვდებიან თოჯინების თეატრის ცხოვრებაში,თანატოლი ბავ–
შვები იხილავენ მათ ნამუშევარს,შეიძენენ თეატრში და სხვა
კულტურულ დაწესებულებაში ქცევის წესებს.სკოლაში გამოიფი–
ნება მათი შექმნილი ნახატები და თოჯინები ზღაპრის ირგვლივ,
ეს გამოფენა ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს სხვებს.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯუფებთან კავშირი:ქართული,ხელოვნება,შრომა,მუსიკა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ლელა გორგილაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: l.gorgiladze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.lela16.blogspot.com

გაკვეთილის გეგმა: თემა "გიმნაზიაში" ა.წერეთლის.